13:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-22 14:35:18, 840 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის კვლევის სამსახური - ევროკავშირსა და ნატოს სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის ტრაექტორიას არჩევნები განსაზღვრავს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ტრაექტორიას განსაზღვრავს. ამის შესახებ აღნიშნულია 14-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც ევროპარლამენტის კვლევის სამსახურის წევრმა, ანა კაპრილემ ევროპარლამენტს გაუგზავნა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს პირველად, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება და კენჭისყრის შედეგები "უაღრესად მნიშვნელოვანი" იქნება.

ამასთან დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ რამდენიმე საკანონმდებლო აქტი მიიღო, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რაც აფერხებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას.

"საქართველოს საარჩევნო კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები გააკრიტიკეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივმა ორგანიზაციებმა. კომისია, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში მიიღებს 2024 წლის გაფართოების პაკეტს, რომელიც შეაფასებს კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პროგრესს",- ნათქვამია დოკუმენტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო ბოლო სამ წელში 58 ადგილით ჩამოქვეითდა - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
ტურისტების დანახარჯები I კვარტალში 5%-ით შემცირდა
მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics