|
2024-10-22 12:28:14, 310 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - 2015-2024 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების 27-მა წარმომადგენელმა ოპოზიციურ პარტიებს 800 ათას ლარამდე თანხა შესწირა
ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 37 მხილებული ორგანიზაცია პირდაპირ კავშირშია 12 პოლიტიკურ სუბიექტთან,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, “2015-24 წლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების 27-მა წარმომადგენელმა, ოპოზიციურ პარტიებს ჯამში 800 000 ლარამდე თანხა შესწირეს“. მისი განცხადებით, “საინტერესოა, დაინტერესდებიან თუ არა ამ ორგანიზაციების დამფინანსებელი დონორები მხილებული შემომწირველების გადარიცხული თანხები რამდენად სწორად არის გადარიცხული მათი გრანტებიდან“. მიქანაძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა და იმ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ისაუბრა, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და “ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან მხილებული. “მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რომ 2015-2024 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების 27-მა წარმომადგენელმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჯამში 800 ათას ლარამდე თანხა შესწირეს. საინტერესოა, დაინტერესდებიან თუ არა ამ ორგანიზაციების დამფინანსებელი დონორები, კვლევის შედეგად მხილებული შემომწირველების მიერ გადარიცხული თანხები რამდენად არის მათ მიერ გაცემული გრანტებიდან?! აშკარაა, რომ კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე წარმოებული მონიტორინგი იქნება მიკერძოებული და არაფერი საერთო ექნება ობიექტურობასთან. ამიტომაც, ინფორმაციას ამ ორგანიზაციების შესახებ მუდმივად ვუზიარებთ ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. აქვე, მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია. შემაჯამებელი, მოცულობითი ანგარიში ყველა იდენტიფიცირებულ ორგანიზაციაზე ქართულ და ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ “ქართული ოცნების“ Facebook გვერდზე, რომელიც დღესვე დაეგზავნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“,- განაცხადა მიქანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)