13:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-22 12:10:49, 259 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე - გვსურს საზოგადოებას წარვუდგინოთ ინფორმაცია იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც „ოცნების“ საწინააღმდეგო საქმიანობაში იქნენ მხილებული

დღეს, შეჯამების სახით, გვსურს საზოგადოებას წარვუდგინოთ ინფორმაცია ცესკოში რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წარმოებული საქმიანობაში იქნენ მხილებული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიქანაძის თქმით, ამავე საკითხზე ერთი თვის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე, მმართველმა გუნდმა, გამოავლინა ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში მყოფი 19 და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მოქმედი 7 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

მანვე აღნიშნა, რომ  „სამართლისა და თანასწორობის ცენტრს“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ახალთან“ არის აფილირებული, შუალედური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მისივე განცხადების საფუძველზე გაუუქმდა რეგისტრაცია.

„შეგახსენებთ, რომ 1 თვის წინ, 27 სექტემბერს იგივე საკითხზე ჩვენ მიერ ჩატარებული შუალედური ბრიფინგით რეგისტრირებული 49 ორგანიზაციიდან გამოვლინდა ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში მყოფი 19 და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მოქმედი 7 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, კერძოდ, „სამართლისა და თანასწორობის ცენტრს“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ახალთან“ არის აფილირებული, ჩვენ მიერ შუალედური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მისივე განცხადების საფუძველზე, ცესკომ გაუუქმა რეგისტრაცია“,- განაცხადა მიქანაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო ბოლო სამ წელში 58 ადგილით ჩამოქვეითდა - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
ტურისტების დანახარჯები I კვარტალში 5%-ით შემცირდა
მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics