|
2024-10-22 11:42:18, 314 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ივანიშვილი დასრულებულია - მას ვადა გაუვიდა
ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ბიძინა ივანიშვილს ვადა გაუვიდა,- ასე ეხმაურება “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს. მისი თქმით, “ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება, მისი საუბარი მიუთითებს, რომ მან კარგად იცის, მარცხდება ამ არჩევნებში და ერთადერთი, რასაც ნერვიულობს, არის ის, რომ დიდძალ ქონებას კარგავს“. “ბატონო ბიძინა თქვენი დრო დამთავრდა, შეეშვით ამ ქვეყანას, დაანებეთ თავი. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ წაგებული გაქვთ ეს არჩევნები. გუშინდელი მთელი თქვენი საუბარი იმის მტკიცებულებაა, რომ თქვენ მარცხდებით და რაც უფრო ადრე შეეგუებით ამ მარცხს, მით უკეთესი იქნება... თქვენ ისიც კარგად იცით, რომ 14 მილიარდი რომელიც საქართველოსთვის არის გამზადებული, თქვენ აფერხებთ ამ თანხის მიღებას. ამიტომაა, რომ ასე განიცდით თქვენ და თქვენი თანაგუნდელები ამაზე საუბარს. თქვენი დრო დამთავრდა, 26 ოქტომბერს ჩვენ მოვაშორებთ თქვენს ხელისუფლებას, წავალთ სწრაფად ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს და ქვეყანა წავა წინ. დამთავრდა, ვადა გაგივიდათ უკვე, შეეშვით ამ ქვეყანას, შეეშვით ამ აბსურდების საუბარს... მოკლე შეჯამება თქვენი ინტერვიუსი არის, რომ თქვენ იცით, რომ მარცხდებით, თქვენ იცით, რომ თქვენი დრო დამთავრდა, ვადა გაგივიდათ და შეეშვით საქართველოს, წინ ევროკავშირისკენ“,- განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)