|
2024-10-21 21:40:27, 276 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი - ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის საფუძველია ის, რომ ვირტუალური რეალობა რეალობას გაუთანაბროს
ლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც ჩვენ ფსევდოლიბერალურს ვეძახით, უფრო უხეშ და უფრო სწორ ტერმინებსაც იყენებენ ჩემი თანაგუნდელები და მას ლიბერალურ ფაშიზმსაც უწოდებენ; მე უფრო ტერმინს ფსევდოლიბერალურს გამოვიყენებ, ზოგადად, მისი საფუძველი არის ის, რომ საზოგადოებას ვირტუალური რეალობა და რეალობა გაუთანაბროს. ვირტუალური რეალობა რეალობად მოაჩვენოს,- განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. მისი განცხადებით, შესაძლოა, "რეალობასთან კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ მთავარია, საზოგადოებას რამდენად ხშირად და რამდენად კარგი აქცენტებით მიაწვდი კონკრეტულ ვირტუალურ რეალობას, რომელსაც შემდეგ რეალობად მოაჩვენებ. ამის მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა იმ ადამიანების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დემოკრატიის შუქურად მოხსენიება, ვინც ახლა „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს და ადანაშაულებს ავტორიტარიზმსა და დემოკრატიის უკან დახევაში". „შეიძლება, რეალობასთან საერთოდ არაფერი კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ, მთავარია, როგორ მიაწვდი, რამდენად ხშირად, რამდენად კარგი აქცენტებით და ამ ვირტუალურ რეალობაში მოიყვან, როგორც რეალობაში, საზოგადოებას. აი ეს განცხადებები რაც ისმის, სწორედ ამ კონტექსტიდან არის ამოღებული, რომ საქართველო არის ავტორიტარული, რომ დემოკრატია საქართველოში იხევს უკან, რომ საქართველო შორდება ევროპას - ხომ ამ ტიპის განცხადებებია მუდამ? ამავდროულად, იგივე ხალხი და იგივე საზოგადოება, ვინც დღეს გვაკრიტიკებს, დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. რასაც მაშინ ცდილობდნენ, რომ ეს არის დემოკრატია, რომ ომი არის მშვიდობა, რომ გაუნათლებლობაში არის ძალა - დაახლოებით, ამ ტერმინებით ცდილობენ ძალიან საზოგადოების გაჯერებას და ავიწყდებათ ერთი რამ, რომ საქართველოში არის რეალური დემოკრატია და არა ის დემოკრატია, რასაც ჩვენ გვიხატავდნენ აქ და დემოკრატიად გვაჩვენებდნენ, მაშინ, როდესაც მთელი მედია იყო მონოპოლიზებული, განსხვავებულ აზრს ვერ გაიგებდი. ის ფსევდო მედია, რაც იყო, პრინციპში, ის თამაშობდა რაღაც როლს, მაგრამ არა პრინციპულს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც მედიის მონოპოლიზება ხდება, ძალიან სახიფათოა.“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)