15:05 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 15:31:26, 383 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია „ოცნებაზე“ - პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით მათი მცდელობა განწირულია

"ქართულ ოცნებას" ვეტყოდი, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან, ამიტომ განწირულია მათი მცდელობა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, "მოსამართლეებს მოუწევთ დადასტურება, რომ "ოცნების" დავალებების შემსრულებლები არიან“.

"ქართულ ოცნებას" ვეტყოდი, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან - ამიტომ, განწირულია მათი ეს მცდელობა პრეზიდენტთან დაკავშირებით, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწევთ იმის დადასტურება, რომ "ქართული ოცნების" დავალებების შემსრულებლები არიან. აქ არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, იმ სამ მოსამართლეს, რომლებმაც მაშინ არ დაადგინეს იმპიჩმენტი პრეზიდენტთან დაკავშირებით",- განაცხადა  კორძაიამ.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტი 2023 წელსაც სცადა, თუმცა ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვება ვერ მოახერხა. გასული წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმა იყო საჭირო, საკანონმდებლო ორგანოში გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი, იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა. 

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესმა პარლამენტში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3 მოსამართლემ - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics