08:15 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 13:26:54, 374 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა თურქეთში ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ვიზიტით თურქეთში ჩავიდა, სადაც თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე მოლაპარაკებებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, იაშარ გიულერთან და ვაჭრობის მინისტრთან, ომერ ბოლატთან გეგმავს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მოლაპარაკებების ძირითადი აქცენტი იქნება ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, სამრეწველო, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში.

ისინი ასევე შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებასა და შავი ზღვის უსაფრთხოებას განიხილავენ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “გამარჯვების გეგმას“, უკრაინის ნატოში ინტეგრაციას და “მშვიდობის ფორმულას“.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი თავდაცვის ინდუსტრიულ გამოფენას SAHA EXPO 2024-ს ეწვევა, სადაც ცალკე შეხვედრებს თურქული თავდაცვის კომპანიებთან გამართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics