2016-02-25 20:47:16, 517 ნახვა
საზოგადოება
სოფელ მანდაეთში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს
სოფელ მანდაეთში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის ძმის, იუზა გოგოლაძის თქმით, მისი და პენსიის გამო მოკლეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალი გაკოჭილი იყო და მას ზეწარი კისერზე ჰქონდა შემოხვეული. მათივე თქმით, გარდაცვლილს ყელის არეში ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
როგორც ''ექსპრესნიუსს'' შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, ექსპერტიზის პირველადი დათვალიერებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან