|
2016-02-25 18:49:05, 568 ნახვა
საზოგადოება
გიგი წერეთელი: ქვეყნისთვის კეთილსინდისიერი ბიზნესი და თანაბარი კონკურენციაა საჭირო
„ჰუმანითი ჯორჯიას“ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსვლას საზოგადოების მხრიდან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი მიესალმება ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას, თუმცა „ჰუმანითი ჯორჯიასთან“ დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზეც საუბრობს: „საერთოდ, კონკურენცია საქართველოს ეკონომიკისათვის და განსაკუთრებით, ფარმაცევტულ ბაზარზე დადებითი მოვლენაა, რადგან დღეს თუ რამე აწუხებს ჩვენ მოსახლეობას, ეს არის ფინანსური პრობლემები, უპირველესად, სწორედ მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. ეს განსაკუთრებით ეხება სოციალურად დაუცველ ფენას, ქრონიკულ ავადმყოფებს. პრინციპში, ეს ყველას პრობლემაა, რადგან დღეს საქართველოს მოსახლეობა დალხენილად არ ცხოვრობს, მითუმეტეს, გაძვირებული მედიკამენტებისა და ლარის დევალვაციის ფონზე. ამიტომ, თუ გაიზრდება კონკურენცია და იქნება მეტი ხარისხიანი მედიკამენტი, ეს არის კარგი. ჩვენ ამას ხელს ვუწყობდით თავის დროზეც, როდესაც კანონი შემოვიღეთ, ჯერ კიდევ 2009 წელს და გავზარდეთ კონკურენცია. პატიოსან იმპორტიორებს მაქსიმალურად გავუხსენით გზა, მოხდა ექსკლუზიური ხელშეკრულებების მინიმიზაცია, რაც ფასზე, ბუნებრივია,პირდაპირ აისახება. ამ შემთხვევაში, კარგად უნდა იყოს ჩამოყალიბებული კომპანიის სტრატეგია. ეჭვებს და კითხვებს ბადებს ის, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ პრეფერენციებს უწესებს ამ კომპანიას. მას აძლევს თანხას, 30 მილიონზე მეტს და ალბათ, კიდევ რამე იქნება ჩადებული ამ ხელისშეწყობის პაკეტში. კომპანიის ასეთი არჩევითობა და მისდამი სახელმწიფოს განსაკუთრებული დამოკიდებულება, ვფიქრობ, კითხვის ნიშნებს ბადებს.ყველა კომპანიის მიმართ მიდგომები უნდა იყოს ერთიანი, მათ შორის უნდა არსებობდეს კონკურენციის თანაბარი შესაძლებლობები და ბაზარზე ხარისხიანი მედიკამენტის შემოტანის გამარტივებული გზები“, - აცხადებს გიგი წერეთელი. იგი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომ კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ უკან ცნობილი ბიზნესმენი ალექსანდრე მაშკევიჩი დგას: „ჩვენ არ ვიცით, ნამდვილად დგას თუ არა „ჰუმანითი ჯორჯიას“ უკან მაშკევიჩი. ეს თავად მან, ან მისმა წარმომადგენლებმა უნდა განაცხადონ. არ მგონია, რომ მაშკევიჩის საქმიანობა საქართველოს მოსახლეობისათვის დიდად ცნობილი იყოს, რა სფეროში აქვს მეტი ინვესტიცია, კეთილსინდისიერად საქმიანობს და სხვა. მის მიმართ კითხვები არსებობს და არა მხოლოდ საქართველოში. კითხვები ჩნდება არა მხოლოდ მისი პიროვნების, არამედ, მისი ბიზნესის გამოც. ამიტომ, არ მინდა წინასწარ რამე ვთქვა. გავიმეორებ, კეთილსინდისიერი ბიზნესი და თანაბარი კონკურენციაა საჭირო ქვეყნისთვის. მაშკევიჩთან დაკავშირებით კითხვები თუ იარსებებს და არსებობს, ამას უნდა გაეცეს პასუხი. რა სამართლებრივი ურთიერთობა აქვს კომპანიასთან, რა არის მისი ინტერესი საქართველოში და არის თუ არა საშიშროება, რომ ბაზრის მონოპოლიზაცია მოხდეს. მაშკევიჩი იქნება თუ სხვა, ვინც უნდა იყოს, ჩვენი მთავარი ინტერესია მოსახლეობის კეთილდღეობა და არა ვინმეს გამდიდრება და ბაზრის მონოპოლიზაცია“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)