16:17 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-19 20:02:10, 338 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია - სუპერმარკეტსა და აფთიაქში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ

დღეს რუსთავში ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან აღმოჩენილ იქნა სუპერმარკეტში - "მადაგონი" და ასევე, ფარმაცევტულ კომპანია - "ფარმა სახლში" კანონდარღვევები, რომელიც ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, - ამის შესახებ კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, მაღაზიათა ქსელებში 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ იმ ადამიანებს, ვინც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია.

"დღეს რუსთავში ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან აღმოჩენილ იქნა სუპერმარკეტში - "მადაგონი" და ასევე, ფარმაცევტულ კომპანია - "ფარმა სახლში" კანონდარღვევები, რომელიც ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას. 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ იმ ადამიანებს, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ეს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არის ამომრჩევლის მოსყიდვა და ასევე, სისხლის სამართლის დანაშაული. მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას პროკურატურას, საგამოძიებო ორგანოებს, რომ დაინტერესდნენ ამ ფაქტებით და სათანადოდ გამოიძიონ, მონახონ ის პირები, ვისი დავალებითაც ხდება ამ კანონდარღვევების შესრულება და წარდგნენ აუცილებლად დამნაშავეები სამართლის წინაშე...

ის რაც ხდება რუსთავში კერძო კომპანიების, ბიზნესის მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, არის დანაშაული და თითოეული მათგანი, ვინც ამას აკეთებს აუცილებლად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით",- განაცხადა თამარ კორძაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics