17:25 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-18 12:43:01, 310 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - გამჭვირვალობა მავანს არ მოსწონს იმიტომ, რომ პირდაპირ აფინანსებენ რევოლუციას

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, ვალდებული არიან, საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. 

დედაქალაქის მერმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დასმულ იმ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც, 156-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე დაასრულა იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა, ორგანიზაციათა ნაწილი კი, აღნიშნულ კანონს აპროტესტებს. 

„აღნიშნულ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. შენ თუ კეთილსინდისიერი ადამიანი, ორგანიზაცია ხარ, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდე გამჭვირვალობას? თანხებს რომ იღებ უცხოეთიდან, გაფინანსებს უცხოური მთავრობა ან ორგანიზაცია, ეს უნდა დაარეგისტრირო, უთხრა ხალხს, დეკლარირება გაუკეთო, რა თანხები მიიღე, ვისგან და რა კონკრეტულ პროექტებში ხარჯავ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მავანს არ მოსწონს იმიტომ, რომ პირდაპირ აფინანსებენ რევოლუციას, შუღლის გაღვივებას და დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას, ექსტრემიზმს. ეს ყველაფერი „შავად“ ხდებოდა იმ მსუყე არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რომლებიც შეინიშნებიან რევოლუციური პროექტების განხორციელებაში და საზოგადოების დაპირისპირებაში. ეს არის რეალობა“,- განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics