09:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-17 09:25:47, 330 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰეზბოლას“ ბაზაზე უახლესი რუსული იარაღი აღმოაჩინა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰეზბოლას" ბაზაზე უახლესი რუსული იარაღი აღმოაჩინა,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც ნეთანიაჰუმ ინტერვიუში აღნიშნა, გაეროს უშიშროების საბჭოს 2006 წლის რეზოლუციის თანახმად, მხოლოდ ლიბანის არმიას ჰქონდა უფლება, ჰქონოდა იარაღი ქვეყნის მთავარი მდინარის, ლიტანის სამხრეთით.

"თუმცა, ამ ტერიტორიაზე "ჰეზბოლამ“ ასობით გვირაბი და საცავი გათხარა, სადაც ჩვენ ახლახან აღმოვაჩინეთ უახლესი რუსული იარაღი. ლიბანში ახალი სამოქალაქო ომი ტრაგედია იქნებოდა. ეს ნამდვილად არ არის ჩვენი მიზანი. ისრაელს არ აქვს განზრახვა, ჩაერიოს ლიბანის შიდა საქმეებში. ჩვენი ერთადერთი მიზანია, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ლიბანის საზღვართან ცხოვრობენ, დაბრუნდნენ სახლში და თავი უსაფრთხოდ იგრძნონ",- განაცხადა ნეთანიაჰუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics