|
2024-10-16 14:57:50, 282 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო დაპირებაა ესკალაციის გაზრდა რუსეთთან, რაც საქართველოს სამხედრო დაპირისპირებაში შეყვანას ნიშნავს
ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, თუ რას აძლევს ხმას, ამ პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება და არ მისცეს ხმა ომს, ნგრევას და საქართველოს ეკონომიკურ თუ სახელმწიფოებრივ ჩამოშლას,- ამის შესახებ ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე და ოპოზიციის შეფასებებზეც ისაუბრა, რომ „ისინი შეასრულებენ რეზოლუციაში ჩაწერილ მოთხოვნას და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთს სანქციებს დაუწესებენ". „როგორც იქნა, ორ წელიწად-ნახევრის თავზე ევროკავშირის სტრუქტურებმა აღიარეს, სინამდვილეში რა მოთხოვნა ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ევროპარლამენტის რეზოლუციაში საზოგადოებამ წაიკითხა ის, რაც ხელისუფლებამ დიდი ხანია იცოდა, რასაც ეუბნებოდნენ დახურულ კარს მიღმა და დაჟინებით ითხოვდნენ ამას ხელისუფლებისგან. ახლა უკვე საზოგადოებამ პირველწყაროდანვე ნახა, თურმე რას ითხოვდნენ ჩვენგან- ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის რეაქცია, რომ ისინი დიახ, შეასრულებენ ამ რეზოლუციაში ჩაწერილ მოთხოვნას და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთს სანქციებს დაუწესებენ. ეს განაცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, განაცხადა „ლელომ“, რომელსაც მათ შორის, საარჩევნო პროგრამაში უწერია, რომ ყველა სანქციას შეუერთდება, რომელიც ევროკავშირს აქვს დაწესებული და შესაბამისად, ორმხრივ სანქციებს დაუწესებს რუსეთს. ასე რომ, მათი საარჩევნო დაპირება არის საქართველოს შეყვანა ესკალაციაში, ესკალაციის გაზრდა რუსეთთან, რაც პირდაპირ ნიშნავს ეკონომიკის ჩამონგრევას, ჩამოშლას საქართველოში და ნიშნავს პირდაპირ საქართველოს შეყვანას სამხედრო დაპირისპირებაში. ამას ჰპირდებიან ოპოზიციური პარტიები. შესაბამისად ამომრჩეველმა უნდა გაიაზროს, თუ რას აძლევს ხმას და ამ პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება და არ მისცეს ხმა ომს, ნგრევას და საქართველოს ეკონომიკურ თუ სახელმწიფოებრივ ჩამოშლას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)