12:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-14 15:50:59, 355 ნახვა

საზოგადოება
„ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენოს“ - თბილისის მერი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ქართველი გულშემატკივრებისთვის, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანია დამონტაჟებული.

აღნიშნულ ტერიტორიაზე საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. 

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. გულშემატკივრების მხრიდან ინტერესი ძალიან დიდია - უამრავ ადამიანს აქვს სურვილი, ჩვენს ბიჭებს უგულშემატკივროს. იცით, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი „დინამო არენასთან“ შედარებით პატარაა, ნაკლებ მაყურებელს იტევს. შესაბამისად, განვაგრძობთ ტრადიციას და ვინც სტადიონზე ვერ მოხვდა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქვს შესაძლებლობა, ფეხბურთს დიდ ეკრანზე უყუროს. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახარონ", - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა დღევანდელი შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომ დანაკლისის მიუხედავად, ქართველი ფეხბურთელები გულშემატკირების გასახარებლად ყველაფერს გააკეთებენ. 

"ალბანეთი ზოგადად უხერხული მეტოქეა, არამხოლოდ ჩვენი გუნდისთვის, არამედ ყველასთვის. დღევანდელი შეხვედრა არ იქნება მარტივი, თუმცა მჯერა, რომ ბიჭები წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ. ჩვენი სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, დღევანდელი გამარჯვება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მინდვრის საფარი საუკეთესო მდგომარეობაშია და არა ისე, როგორც უკრაინასთან შეხვედრის დროს იყო. ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენოს.

გულდასაწყვეტია გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნა. ის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და არ მომერიდება ამის თქმა, რომ ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. გიორგი ქოჩორაშვილის არყოფნა დიდი დანაკლისია, თუმცა გვყავს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი. მინდა, ჩვენს ბიჭებს წარმატებები ვუსურვო. მთავარია, იყოს ის შემართება, ის ჟინი, როგორიც იყო წინა შეხვედრებში და დარწმუნებული ვარ, შედეგიც დაიდება",- განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics