19:49 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-13 12:19:17, 331 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ „ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

“ფსიქიკური ჯანმრთელობა - სერვისები და თანამედროვე გამოწვევები“ - ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ცნობადობის ამაღლებასთან ერთად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებულ სოციალურ სტიგმებთან ბრძოლაა. 

"ღონისძიებაზე, შეხვედრის მონაწილეებმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე გამოვლენილ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

ასევე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით  მიმართეს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ და დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ.

ღონისძიების დასასრულს, ბენეფიციარების ნახატების გამოფენა გაიმართა.

შეხვედრა, ხონში, "ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში" გაიმართა და მას  მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ცენტრის თანამშრომლები დაესწრნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics