|
2024-10-12 11:30:09, 313 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე ყურადღებით იმუშაონ
მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ, - ამის შესახებ საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხად. კობახიძე გამოეხმაურა გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. "გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს პროკურატურაში გუშინ გამართულ ბრიფინგს გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით. ბრალდებულმა დარჩო ხეჩუაშვილმა მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ მან 2016 წელს დავალება გივი თარგამაძის თვალთვალის შესახებ მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის ჩართულობით მიიღო. შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება, რაც, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა, იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე მომხდარი უმძიმესი აქტი, რომელიც, მაღალი ალბათობით, არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად. ამ დანაშაულში მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის კვალის გამოკვეთა დამაფიქრებელია და გამოძიების განსაკუთრებული ინტერესის საგნად უნდა იქცეს. დაგვეთანხმებით, უცნაურია, რომ პირმა, რომელიც 2016 წელს წინასაარჩევნოდ უმძიმესი პროვოკაციის მოწყობაშია ბრალდებული და რომელსაც საქართველოში 18-წლიანი პატიმრობა ემუქრება, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე ე.წ. მწვანე საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოში უკანონოდ შემოსვლას გეგმავდა. გონივრულია ვარაუდი, რომ ასეთ ნაბიჯზე ადამიანი მხოლოდ შანტაჟის და ანალოგიური დავალების შესრულების მოთხოვნის პირობებში შეიძლება წავიდეს. რადიკალურ ოპოზიციაში ძალიან კარგად იციან რეალური პარტიული რეიტინგები. ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნების" რეიტინგი დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთი, უმძიმესი, მეცხრე საარჩევნო მარცხისთვის არის განწირული. ამ ფონზე, მათ პარტიულ ოფისებში არ წყდება საუბარი პროვოკაციების მოწყობასთან დაკავშირებით, რამაც, მათი გათვლით, არჩევნების მიმდინარეობაში კორექტივები უნდა შეიტანოს. ბრალდებულ დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საეჭვო მცდელობის და რადიკალური ოპოზიციის პარტიულ ოფისებში მიმდინარე საუბრების ფონზე, მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ. ყველა ხედავთ, რომ საარჩევნო კამპანია წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც რადიკალიზაციაზე ორიენტირებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის" წარმატების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. საარჩევნო გარემო არის თავისუფალი და კონკურენტული, რაც ეუთო-ოდირის მიერ გუშინ გამოქვეყნებულმა ანგარიშმაც დაადასტურა. ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ რადიკალური ოპოზიციის ფიქრი ახლა მთლიანად პროვოკაციებისკენ არიან მიმართული. სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში გაგრძელდეს და ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს მშვიდ ვითარებაში შეძლოს საკუთარი არჩევანის გაკეთება. მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან. ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა",- განაცხადა კობახიძემ.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)