|
2024-10-11 16:04:03, 326 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ზურაბიშვილს თანამდებობაზე ორი პარასკევი აქვს დარჩენილი
იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ არ დატოვოს სტანდარტულად პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" მიიღებს ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, პირველი სხდომის გამართვის შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტი განხორციელდება. „სალომე ზურაბიშვილს აქვს ორი პარასკევი დარჩენილი თავის თანამდებობაზე. იმპიჩმენტის წესით მოხდება მისი გადაყენება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში, იმის მიხედვით, თუ როდის ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა. აქედან გამომდინარე, მის არც ერთ ნაბიჯს არ აქვს არანაირი პრაქტიკული დატვირთვა ჩვენთვის. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" მიიღებს ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, მყისიერად, პირველი სხდომის გამართვის შემდეგ განხორციელდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რასაც აქვს სიმბოლური დატვირთვა. თქვენ იცით, რომ ისედაც ერთი თვით იკვეცება მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა. მას ისედაც გასდის ვადა დეკემბერში, აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ არ დატოვოს სტანდარტულად პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა, როგორც მოღალატემ, ეს უნდა გაფორმდეს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად",- თქვა კობახიძემ.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)