|
2024-10-10 13:10:20, 319 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა - „ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას სიპებისა და აიპების წარმომადგენლები დაესწრნენ - ეს სისხლის სამართლის დანაშაულია
7 ოქტომბერს “ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას 250-მდე ადამიანი დაესწრო - შეხვედრაზე სიპებისა და აიპების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, “შეხვედრაზე ზონდერჯგუფების ხელმძღვანელობით ცნობილი გია მახარაძე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძესთან ერთად იმყოფებოდა“. “7 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე, სიპების, აიპებისა და “ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების საიდუმლო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 200-250-მდე ადამიანი ესწრებოდა. შეხვედრაზე ზონდერჯგუფების ხელმძღვანელობით ცნობილი გია მახარაძე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძესთან ერთად იმყოფებოდა. მინდა შევახსენო ყველა საჯარო მოხელეს და ასევე ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს მესამე პირებისგან, ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს უშუალოდ ამ შეკრებაში მონაწილე ადამიანისაგან, ჩვენ ამ ადამიანის ვინაობას ინკოგნიტოდ ვტოვებთ, მაგრამ ეს ადამიანი უკვე შეხვდა საერთაშორისო დამკვირვებლებს და საერთაშორისო დამკვირვებლებს ამ შეხვედრის შესახებ სრული ინფორმაცია გადაეცა. მე ახლა მინდა ყველა საჯარო მოხელეს ძალიან მოკლედ წავუკითხო კანონის ის მუხლი, რომელიც ვრცელდება მასზე - არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელების ხელის შეშლა ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე, იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით, მოტყუებით, ძალადობის მუქარით ან ჯგუფურად ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთთ ვადით 2-დან 3 წლამდე. ეს არის საარჩევნოს კოდექსის 162-ე მუხლი. მეგობრებო, სულერთია, რა თანამდებობაზე ხართ, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ისახავს მიზნად ადამიანისთვის არჩევნებში ხელის შეშლას და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას, ისჯება კანონით, ჯგუფურად ჩადენილი როგორც წაგიკითხეთ ისჯება 3 წლამდე. ასე რომ, იქნება ეს ბატონი გია ბასილაძე, ბატონი მახარაძე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებმაც მოიყვანეს ეს ხალხი, უნდა იცოდეთ, რომ ეს ადამიანები დაისჯებიან კანონის სიმკაცრით, მაგრამ კანონით დაისჯება ნებისმიერი, ვინც ჩამორთმევას პირადობის მოწმობას ადამიანს უკანონოდ და ხელს შეუშლის არჩევნებში მონაწილეობას“,- განაცხადა უგულავამ.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)