22:36 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-10 11:54:00, 255 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - კოლექტიური აგენტურის პატრონებმა მუშაობა დაიწყეს ხაზარაძის და გახარიას პარტიების წარმოსაჩენად, თითქოს ისინი დისტანცირებულები არიან ენმ-სგან

სწორედ იმიტომ, რომ ვერაფრით ხერხდება საზოგადოების თვალში სააკაშვილი-გვარამიას პოლიტიკური კოლაბორაციის რეაბილიტაცია, კოლექტიური აგენტურის პატრონებმა, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, აქტიური მუშაობა დაიწყეს ხაზარაძის და გახარიას პარტიების წარმოსაჩენად, თითქოს ისინი დისტანცირებულები არიან ნაციონალური მოძრაობისგან და ახალ, მესამე პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

როგორც მან განმარტა, „კოლექტიური აგენტურის მთავარ მიზანს, საზოგადოების თვალში რეპუტაციაშელახული „ნაცმოძრაობის“ მიღმა პოლიტიკური ძალის შექმნა და ამით საზოგადოების მოტყუება წარმოადგენს". 

„ამ კოლექტიური აგენტურის მთავარი მიზანია, საზოგადოების თვალში კომპრომეტირებული და რეპუტაციაშელახული ნაციონალური მოძრაობის მიღმა შეიქმნას პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეფუთავენ როგორც ახალ პოლიტიკოსებს და ასე ეცდებიან ხალხის მოტყუებას. 

მართალია, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, კარგად არჩევს აგენტს ეროვნული ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსისგან, კარგად იცის შავის და თეთრის გარჩევა და არც პოლიტიკური ალღო აკლია, მაგრამ მაინც უნდა გავიხსენოთ კონკრეტული ფაქტები ხაზარაძის და გახარიას შესახებ“,-  აღნიშნა მდინარაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics