|
2024-10-09 22:43:16, 414 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ისნის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე გახსნა
თბილისის მერიისა და კომპანია „ას ჯორჯიას“ შეთანხმებით, ისნის რაიონში, საცხოვრებელი კომპლექსის „პარკ ბულვარის“ მიმდებარედ, 7,5 ჰექტარ ფართობზე პარკი გაშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ახალი პარკი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და პარკში შეკრებილ მოსახლეობას სცენიდან მიმართა. "ძალიან მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი და არა მხოლოდ ახალგაზრდა. თქვენთან ერთად, მეც გახარებული ვარ, რომ ისნის რაიონში, „დირსის“ დასახლებაში ასეთი შესანიშნავი რეკრეაციული სივრცე შეიქმნა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა და მუნიციპალიტეტმა ითანამშრომლოს. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „ას ჯორჯიას“ თანამშრომლობისთვის და ამ ძალიან კარგი პროექტის განხორციელებისთვის. მართლაც მშვენიერია, საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, ატრაქციონები პატარებისთვის, ველობილიკები, გამწვანებული, განათებული სივრცე. ახლა მთავარია, რომ ამ ყველაფერს მოვუაროთ და შევინარჩუნოთ. ჩვენ ვაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვქონდეს მშვიდობა. რომ არ იყოს მშვიდობა, შეუძლებელი იქნებოდა დღეს აქ შეკრება, შეუძლებელი იქნებოდა, თუნდაც ეს პარკი გაგვეხსნა. შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია სიმშვიდეა, რასაც ცხადია, მოყვება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გაძლიერება და კეთილდღეობა",- განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პარკის გამწვანების მიზნით, დაირგო 10 000-ზე მეტი ნერგი, მოწყობილია ველო და საფეხმავლო ბილიკები, სპორტული და საბავშვო მოედნები, ძაღლების სასეირნო ზონა და პარკისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ბულვარის სიგრძე დაახლოებით, 1750 მეტრს შეადგენს. როგორც მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის განხორციელებისთვის კომპანიამ სამ მლნ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა. ამასთან, თვითონ უზრუნველყოფს პარკის მოვლა-პატრონობას.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)