|
2024-10-09 16:20:40, 401 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუცია ვერ დაიცვა
დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსეთის მსახური ხელისუფლების გზა გააგრძელა და იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც ვერ გაბედეს, დაეცვათ საქართველოს კონსტიტუცია, საკუთარი თავები იმ 84 რუსი დეპუტატის სიას მიამატეს, რომლებმაც “რუსულ კანონს“ ხელი მოაწერეს,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, “როდესაც სასამართლო ხელისუფლება არ და ვერ იცავს ქვეყნის კონსტიტუციას, კონსტიტუციის დაცვის უფლებაც და ვალდებულებაც მოქალაქეებს ეკუთვნით“. “მე მინდა გამოვეხმაურო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიულ სირცხვილს. დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გააგრძელა რუსეთის მსახური ხელისუფლების გზა და იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც ვერ გაბედეს, დაეცვათ საქართველოს კონსტიტუცია, თავიანთი თავები მიამატეს 84 რუსი დეპუტატის სიას, რომლებმაც ხელი მოაწერეს “რუსულ კანონს“. ეს არის სამარცხვინო ფურცელი ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს და სამართალწარმოების ისტორიაში, მაგრამ მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ სამარცხვინო ფურცელს გადაწერს და გამარჯვებად გადააქცევს ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე. საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ და არ დაიცვა კონსტიტუციის 78-ე მუხლი და ამით უარი უთხრა საქართველოს ათიათასობით მოქალაქეს და კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ურყევ ნებას, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროკავშირში. ამიტომ, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლება და ახლა უკვე სასამართლო ხელისუფლება არ და ვერ იცავს ქვეყნის კონსტიტუციას, კონსტიტუციის დაცვის უფლებაც და ვალდებულებაც ეკუთვნით მოქალაქეებს და დიახ, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზგასმით და საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ ერთადერთი, ვის ხელშიც ახლა არის საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები და ეს დღე, ძალიან მალე, 26 ოქტომბერს დადგება. ვწუხვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სამარცხვინო გაუბედაობა გამოიჩინა, მაგრამ მახარებს, რომ ამ ვითარებაშიც კი გამოჩნდნენ გამონაკლისი მოსამართლეები, რომლებმაც მიიღეს კონსტიტუციის დაცვის გადაწყვეტილება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყველა სიტუაციაში არის შესაძლებლობა ადამიანმა შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება, განახორციელოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დადგეს ისტორიის სწორ მხარეს. საქართველოს მოქალაქეების აბსლუტური უმრავლესობა დადგება ისტორიის სწორ მხარეს 26 ოქტომბერს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შუამდგომლობა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერდეს, არ დააკმაყოფილა.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)