15:25 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-09 14:17:21, 259 ნახვა

საზოგადოება
კალაძე იოანე ზოსიმეს უნიკალურ ხელნაწერზე - მიხარია გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა მიიღო - ვულოცავ საქართველოს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემის ფაქტს გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს უამრავი მსგავსი ქველმოქმედება აქვს გაწეული ბოლო წლების განმავლობაში. 

„მივესალმები აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მხრიდან. მან ჩვენ შეგვაჩვია ამ ტიპის ქველმოქმედებას. უამრავი მსგავსი ფაქტი ფიქსირდება ბოლო 20-30 წლის განმავლობაში, რომ ამ ადამიანმა ქვეყნის სასიკეთო საქმე გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასაფასებელია. 

სიკეთისა და კარგი საქმეების კეთება გადამდები უნდა იყოს. შეიძლება ყველა არ იყოს  მდიდარი ადამიანი, მაგრამ სიკეთის კეთება ყველას შეუძლია, ეს ძალიან მაგარია და ათმაგად, ასმაგად კიდევ უფრო მეტი პოზიტივით დაგიბრუნდება უკან. ასე რომ, მიხარია აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა მიიღო და ვულოცავ საქართველოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics