13:53 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-09 09:08:27, 378 ნახვა

მსოფლიო
სირიის თავდაცვის სამინისტრო - ისრაელის მიერ დამასკოში, საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის მიერ დამასკოში, საცხოვრებელ კორპუსზე საჰაერო თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC სირიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს კვლავ ეძებენ.

თავდასხმა დამასკოს იმ უბანში განხორციელდა, სადაც საელჩოები და უსაფრთხოების სამსახურების შტაბ-ბინები მდებარეობს.

მედიის ინფორმაციით, შენობის პირველი რამდენიმე სართული, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, სრულად განადგურდა. 

დაზიანებულია ოცამდე ავტომობილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics