|
2024-10-08 20:49:56, 415 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ - მედიკამენტი
ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ - მედიკამენტი. ჯანდაცვის სექტორის განვითარების დინამიკა მუდმივად აღმავალია - ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩნდება ახალი მედიკამენტები. ჩვენის მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ ისინი მოქალაქეებს. მაგალითად, სახელმწიფო თავად ყიდულობს და პაციენტებს უზრუნველყოფს იმ ინოვაციური მედიკამენტებით, რომელთა წარმოების უფლება, სხვა კომპანიებს, ჯერ კიდევ არ აქვთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მიხეილ სარჯველაძემ, მედიკამენტების ფასებსა და ამ მიმართულებით, სამინისტროს ხედვაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, დაუშვებელია, დეფიციტური პროდუქტები, თუ მათი ფასები კანონმდებლობით არ რეგულირდებოდეს და მხოლოდ ბაზრის აქტორების კეთილსინდისიერებაზე იყოს დამოკიდებული. "არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტებთან მიმართებაში, კარტელური შეთანხმებები დასტურდება. ეს გამოცდილება და პრაქტიკა, სამწუხაროდ, არსებობს. სახელმწიფოს აქვს ზემოქმედების შესაძლებლობა, გარკვეული მექანიზმები და ბუნებრივია, ამას იყენებს. მართალია, უნდა გვახსოვდეს, რომ მაქსიმალურად მოზომილები ვიყოთ რეგულაციებში, რათა ეკონომიკურ და ჯანდაცვის ინტერესებს შორის, დისბალანსი არ შეიქმნას, თუმცა, პაციენტის ინტერესი, მისი უფლება და უსაფრთხოება, არის უფრო ამაღლებული და მას სახელმწიფო აუცილებლად დაიცავს. ამას ყველა უნდა ეგუებოდეს, მათ შორის ის, ვისაც ჯანდაცვის სექტორთან მიმართებაში კომერციული ინტერესი აქვს. კონტროლის მექანიზმია, მაგალითად, რეფერენტული ფასები, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის გაყიდვა დაუშვებელია. ასევე - სახელმწიფოს მიერ, კონკრეტული წამლების დამოუკიდებლად შეძენა და დისტრიბუცია. თუმცა, ბუნებრივია, გვაქვს თანამშრომლობის კარგი გამოცდილებაც და ვფიქრობ, მომავალშიც აუცილებლად ასე გაგრძელდება. ამ არცთუ არაერთგვაროვნების მიუხედავად, დღეს არსებული მდგომარეობას ვერც შევადარებთ ხუთი, ათი და თხუთმეტი წლის წინ არსებულ ვითარებას, მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება - ის, რომ რეფერენტულმა ფასებმა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაზარდა, არის დადასტურებული ფაქტი. ასე რომ, სამომავლოდ, ჯანდაცვის მიმართულებით, კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)