|
2024-10-08 20:03:52, 328 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ხალხმა დაინახა აგენტურული ოპოზიციის იმდენად გაცამტვერება, რომ უცხოელები იძულებულები გახდნენ, ოპოზიცია თავად ჩაანაცვლონ
ხალხმა დაინახა აგენტურული ოპოზიციის იმდენად გაცამტვერება, რომ უცხოელები იძულებულები გახდნენ, თავად ჩაანაცვლონ ოპოზიცია, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. მდინარაძის თქმით, არჩევნებში გარედან ჩარევის უპრეცედენტო კამპანიას რამდენიმე კარგი მხარე აქვს. "ჩვენი ქვეყნის არჩევნებში გარედან ჩარევის უპრეცედენტო კამპანიას რამდენიმე კარგი მხარეც აქვს: 1. მოხდა აგენტურის აბსოლუტური ლუსტრაცია. 2. გამოჩნდა, რომ კამპანიამ, ყველაფერი ქართულისთვის რუსული დაერქმიათ, არ იმუშავა, რადგან მათი მხრიდან სხვა უპრეცედენტო ზომების მიღება გახდა საჭირო. 3. ხალხი უფრო კარგად გაიაზრებს, რა მოჰყვებოდა ბოლო წლებში გარედან შეკვეთილ ემოციებზე აყოლას. 4. ხალხმა ასევე დაინახა აგენტურული ოპოზიციის იმდენად გაცამტვერება, რომ უცხოელები იძულებულები გახდნენ, თავად ჩაანაცვლონ ოპოზიცია. 5. საქართველოს მოქალაქეს არჩევანი ძალიან გაუადვილდა: მან უნდა აირჩიოს, ვისკენ არის საკუთარი ქვეყნის არჩევნებში, ქართველებისკენ თუ უცხოელებისკენ. 6. ყველა ოდნავ გონიერი ადამიანი ჩვენი, ქართველი ერის გაუტეხელი ხასიათიდან გამომდინარე, ხვდება - რაც უფრო გაძლიერდება ანტიქართული ზეწოლა, მით უფრო გაძლიერდება ქართული მხარდაჭერა", - წერს მამუკა მდინარაძე.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)