03:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 17:47:56, 307 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე - ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე - პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა

ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე - პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა  ბენეფიტებიც ეძლევა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამის შედეგად ადამიანების დანახარჯი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

“მმართველ პარტიას არ გააჩნია ალტერნატივა, რათა ხელში აიღონ მმართველობა. ჩვენ, პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე და ჩვენი რეალისტური დაპირებები გულისხმობდა კონკრეტულ ზრდას პენსიის მიმართულებით.

12 წელთან შედარებით დღევანდელი ვითარება თვისობრივ შეფასებას საჭიროებს. პენსიონერს, რომელსაც ესაჭიროება მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება პენსიის სახით ეძლევა, ამავდროულად მას ეძლევა უზარმაზარი ბენეფიტები, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვა ან მედიკამენტების პროგრამა იძლევა.  ფულად თანხაში რომ გამოვხატოთ, ეს არის ერთი იმდენი თანხა, რომელიც შეიძლება პენსიონერს ხმარდებოდეს. ეს აუცილებლად ანგარიშგასაწევი და გასათვალისწინებელია.

დღეს პენსიონერს ეზოგება მედიკამენტზე გასაწევი ხარჯები, ამით მნიშვნელოვან დანაზოგებს აკეთებენ. არსებობს მაგ:ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატებზე სახელმწიფო პროგრამა, რომლის მედიკამენტებიც უფასოდ გაიცემა.მათთვის ბევრი კვლევაა ხელმისაწვდომი, აქ დანახარჯები არა აქვთ და მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ თანხით მიცემული პენსია მთლიანად საკუთარ თავს მოახმარონ.

 რაც შეეხება მიზნობრივ პროგრამებს, ის, რომ დღეს არსებობს ელიმინაციის პროგრამა, ვერტიკალური პროგრამები ეს ისტორიული მნიშვნელობის ამბავია. ეს მძიმე სენი ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებდა და ეს იყო მათთვის ხელმიუწვდომელი. ახლა კი, ეს ყველაფერი უფასოდაა მათთვის ხელმისაწვდომი. ბევრი ადამიანი დახსნილი იქნა სიკვდილისგან“,- განაცხადა სარჯველაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics