|
2024-10-08 16:02:41, 327 ნახვა
პოლიტიკა
ფიშერი - თქვენ დგახართ EU-ში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პარტნიორობის დაკარგვის წინაშე - თქვენი გადასაწყვეტია
თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე - თქვენი გადასაწყვეტია,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ერნსტ პიტერ ფიშერმა გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ელჩის თქმით, ევროკავშირი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველია. "ევროკავშირი ჩვენი მშვიდობიანი ერთობის საფუძველი იყო. დღეს ჩვენ ყველა მეზობელთან მეგობრულად თანავცხოვრობთ, რაც ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით წარმოუდგენელი მიღწევაა. ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი. ეს არის ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი […] ქართველებს კი გეტყვით: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ, როგორი მმართველობა გსურთ და რომელი ქვეყნების გაერთიანებებთან მიკუთვნება გსურთ. ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, ჩვენზე - არა. ევროკავშირის კარი ღიაა […] როგორც მეგობარმა, მსურს, გითხრათ და მე მჯერა, რომ ბევრი თქვენგანი დამემოწმება, რომ მე ყოველთვის ვმოქმედებ როგორც მეგობარი: თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე. თქვენი გადასაწყვეტია",- განაცხადა ელჩმა.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)