22:54 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 13:21:38, 403 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით, ახალ პროექტზე მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტრო,  იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით, ახალ პროექტზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, იქმნება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. უკვე დასრულდა, სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსიაზე მუშაობა, რასაც ჯანდაცვის მინისტრი და იაპონიიდან სპეციალურად ჩამოსული ექსპერტები გაეცნენ.

“დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელო,  5 ძირითადი ნაწილისაგან შედგება და მოიცავს როგორც ორსულობის, ისე მშობიარობის, მშობიარობის შემდგომი, ჩვილობისა და 0-5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგიას.

პროექტის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს წიგნის შინაარსსა და სტრუქტურაზე. ასევე, იმაზე რომ ის მორგებული იყოს რეგიონის საჭიროებებზე და შესაბამისობაში იყოს სახელმწიფო სტანდარტებთან.

პროექტში ჩართულები არიან როგორც იაპონელი ექსპერტები, ასევე ქვეყნის წამყვანი მეან-გინეკოლოგები, ნეონატოლოგები,  პედიატრები, ოჯახის ექიმები და მეანი ექთნები.

ღონისძიების ბოლოს, ჯანდაცვის მინისტრმა, სამუშაო ჯგუფის წევრებს, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელოზე მუშაობისას გაწეული წვლილისთვის სერტიფიკატები გადასცა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics