|
2024-10-07 23:31:48, 244 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 2 მლრდ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი რეგიონების განვითარებისთვის
რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში, 2 მლრდ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი რეგიონების განვითარებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. კობახიძის თქმით, მთავრობა იწყებს სპეციალურ პროგრამას, რომელიც გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირდება და აღნიშნულისთვის, ყოველწლიურად, 20 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანაბრად გადანაწილდეს სიკეთე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონზე და ამ კუთხით გაგრძელდება ინვესტიციების განხორციელება. რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში, 2 მლრდ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი რეგიონების განვითარებისთვის. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, 400 მლნ იქნება მინიმუმ გამოყოფილი, მთის ფონდის ფარგლებში - 155 მლნ მინიმუმ და ასევე ჩვენ ვიწყებთ სპეციალურ პროგრამას, რომელიც უკავშირდება გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამისთვის, ყოველწლიურად 20 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი, უშუალოდ გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლებისთვის",- განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)