02:28 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 23:17:59, 251 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას ექნება თანამედროვე სტანდარტების ადრეული გაფრთხილების სისტემები

ადრეული გაფრთხილების სისტემები ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, ამ თემაზე მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს; მომდევნო ოთხი წლის მანძილზე სრულად დასრულდება შესაბამისი სამუშაოები და ქვეყანას ექნება თანამედროვე სტანდარტების ადრეული გაფრთხილების სისტემები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან დიდი პროგრესი აქვს ქვეყანას დაცული ტერიტორიების ფართობების ზრდის და  ტყეების აღდგენა-გაშენების კუთხითაც. 

„ძალიან მნიშვნელოვნად გაფართოვდა დაცული ტერიტორიების ფართობები და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დამატებით 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება დაცული ტერიტორიების ფართობები ჩვენს ქვეყანაში. ასევე აღდგება-გაშენდება 15 ათასი ჰექტარი ტყე. მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ტემპები ტყეების აღდგენა-გაშენების კუთხით გვაქვს გაზრდილი დაახლოებით ხუთჯერ წინა ხელისუფლებასთან შედარებით. შედარებაც არ ღირს, იმდენად უმნიშვნელო იყო მათ მიერ აღდგენილი და გაშენებული ტყეების მოცულობა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურების საკითხი დიდ ქალაქებში და ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია თბილისისთვის და რუსთავისთვის. 

„თბილისში 25%-ით არის შემცირებული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგია. რუსთავში 35%-ით არის შემცირებული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics