|
2024-10-07 22:13:52, 530 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის კუთხით შეუძლია ჰქონდეს პროგრესი და ეს ყველასთვის ნათლად არის ცნობილი
ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მიღწევები, თუკი ოდესმე ქვეყანას ჰქონია - საქმით დავამტკიცეთ, რომ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის კუთხით შეუძლია ჰქონდეს პროგრესი და ეს პროგრესი ყველასთვის ნათლად არის ცნობილი,- ამის ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი შეფასებით, აუცილებლად მოხდება ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. "მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ მოვახდენთ ურთიერთობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ჩვენ არ შეგვიფერხებია არაფერი, ვართ წინასაარჩევნო პერიოდში, რომელმაც, სამწუხაროდ, მიიღო არაორდინალური სახე - არჩევნების დასრულების შემდეგ დაცხრება ემოციები, გაგრძელდება ყველაფერი ისე, როგორც მიდიოდა და ჩვენ კიდევ გვექნება პროგრესი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, როგორც გვქონდა აქამდე", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)