|
2024-10-07 13:30:04, 317 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - საქართველოს მთავრობამ მიიღო ბევრი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ევროკავშირს აშორებს
საქართველოს მთავრობამ მიიღო ბევრი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ევროკავშირს აშორებს,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, გასული წლის დეკემბერში, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველების დიდი უმრავლესობისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "მაგრამ რა მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა? მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ, რომ მზად ვართ, გულში ჩაგიკრათ? ბევრი რთული, საკამათო გადაწყვეტილების მიღება მოხდა თქვენი ქვეყნის, თქვენი მთავრობის მიერ, რომელმაც იმის ნაცვლად, რომ საქართველო უფრო დაეახლოებინა საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტის ოცნებასთან - ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით - საქართველოს აშორებს ევროკავშირის წევრობისგან. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს საქართველოში პარლამენტმა, მთავრობამ, წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან",- განაცხადა ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)