|
2024-10-07 13:20:43, 258 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გახარიაც ჩვეულებრივ კოალიციაშია შესული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს ერთი გუნდია
გახარიაც ჩვეულებრივ კოალიციაშია შესული “ნაციონალურ მოძრაობასთან“, ერთი გუნდია ესენი. გავიხსენოთ მისი გადადგომა, რისთვის გადადგა, გადადგა “ნაციონალური მოძრაობისთვის“, ნიკა მელიასთვის,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას გიორგი გახარიას პარტიის “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირებით დაკომპლექტებაზე ჰკითხეს. მისი თქმით, “დღეს არსებული “რადიკალური ოპოზიციური“ პარტიები კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ. “ბევრს აქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკური პარტიები განახლებას გააკეთებენ, სიახლეებს შემოგვთავაზებენ. დღეს, ვინც ნორმალურად აზროვნებს და ანალიზის უნარი აქვს, როგორ შეიძლება იყოს აფილირებული და ასოცირებული “ნაციონალურ მოძრაობასთან“, კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ და “კოლექტიურ რადიკალიზმთან“, რომლებიც დღეს შეიძლება სხვადასხვა პარტიის სახით არიან წარმოდგენილი. გახარიაც ჩვეულებრივ კოალიციაშია შესული “ნაციონალურ მოძრაობასთან“. რეგიონებში ნახეთ, ჩვეულებრივ კოლაციაში არიან, ერთი გუნდია ესენი. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, ყველას სხვადასხვა ფუნქცია აქვს და სხვადასხვა დავალება“,- განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)