|
2024-10-07 13:03:24, 362 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - არ ვაპირებთ, ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა ვაპატიოთ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა დაწყების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მდინარაძე წერს, „ზურაბიშვილმა მოატყუა და გადააგდო მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი, რომელმაც მას, „ქართული ოცნების“ თხოვნით, მხარი დაუჭირა". მისი განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი „არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი იქნება". „სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა და გადააგდო (ჟარგონისთვის უკაცრავად) მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი, რომელმაც მას, ჩვენი თხოვნით, მხარი დაუჭირა. ახლა თამამად შეგვიძლია მივმართოთ თითოეულ მათგანს - ჩვენ არ ვაპირებთ, ვაპატიოთ ზურაბიშვილს თქვენი გადაგდება და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა. საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი! შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის მიმდინარეობისას ნაცმედიის მიერ გახმოვანებული, პირველივე საწინააღმდეგო არგუმენტი, ბოლშევიკური აღმოჩნდა: მათი აზრით, თურმე, მიზანი ამართლებს საშუალებას და დასავლეთთან ურთიერთობა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე და ქვეყნის შეურაცხყოფაზე გადის… პირიქით!!! მხოლოდ მშვიდობით! მხოლოდ ღირსებით! მხოლოდ კეთილდღეობით! მხოლოდ ევროპისკენ!“ - წერს მდინარაძე. ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)