|
2024-10-07 13:03:42, 259 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - „ქართული ოცნება“ ხალხის დახმარებით ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა
ჩვეულებრივი სისულელეა, მოსახლეობისთვის სათქმელი აღარაფერი აქვთ და რაღაცებს იგონებენ,- ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე მედიის მიერ დასმულ კითხვას არჩევნების შემდეგ “ტექნიკური მთავრობის“ შექმნის პერსპექტივაზე. მისი განმარტებით, “ქვეყანას ჰყავს მმართველი ძალა, რომელიც არჩევნებში კონსტიტუციურ უმრავლესობას მოიპოვებს და ქვეყანაში მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს“. “სრული აბსურდია “ტექნიკური მთავრობის“ შექმნასთან დაკავშირებული განცხადება, რაც ამ შემთხვევაში, უცხოელებმა სალომე ზურაბიშვილს გააჟღერებინეს. ქვეყანაში არ არის არანაირი ტექნიკური მთავრობის აუცილებლობა. ამის შესაძლებლობა ვერავის ექნება, რადგან ქვეყანას ჰყავს მმართველი ძალა - “ქართული ოცნება“. ის ქართველი ხალხის დახმარებით ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა. ხალხი მარტივად ხედავს დღევანდელ მოცემულობას, მოწოდებებს მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ეს საფრთხეები არსად წასულა, ჯერაც არსებობს. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც შეინარჩუნებს ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას. ეს მოიტანს კეთილდღეობას, რასაც ამ ქვეყნის ნებისმიერი მცხოვრები იგრძნობს“,- განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)