|
2016-02-23 17:01:13, 501 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია სამუშაო შეხვედრას „მერები, ლიდერები ცვლილებებისთვის“ დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია ლიდერობის შესახებ სამუშაო შეხვედრას „მერები, ლიდერები ცვლილებებისთვის“ დაესწრო. მერიის ინფორმაციით, შეხვედრა თემატური პროექტის „ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება“ ფარგლებშია ორგანიზებული. სემინარი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მიერ იმართება და ის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთ-ერთი პროექტის ნაწილია, რომლის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგით იმ მიდგომების შემუშავება, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ცალკეულ ქვეყნებში თვითმმართველობის შემდგომი განვითარებისთვისაა აუცილებელი. სამუშაო შეხვედრა ორ ნაწილად განხორციელდა. პირველი სესია გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დღევანდელი ღონისძიება კი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებს, ადგილობრივი ღირებულებებისა და ინტერესების დაცვასთან დაკავშირებულ თემებს მოიცავს. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოძახილია. „აღნიშნული პროგრამა არის მნიშვნელოვანი გამოძახილი იმ მჭიდრო თანამშრომლობისა, რაც ჩვენ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობების რეგიონულ კონგრესთან, ევროსაბჭოსთან, რომლის ფარგლებშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ხორციელდება აღნიშნული პროგრამა და მასში ჩართულია საქართველოში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობებიც. მერები და გამგებლები, დღეს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას იზიარებენ. ხდება გამოცდილების ურთიერთგაზიარება ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონიმიკური განვითარება, პროექტების მენეჯმენტი, სწორი კომუნიკაცია იმისათვის, რომ პროექტები და პროგრამები, რომლებსაც ჩვენ ხალხისთვის ვახორციელებთ, იყოს მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)