|
2024-10-06 15:54:31, 315 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება
საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს! ერთიანი საქართველოს იდეა, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდება! არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება, - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ოპონენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მმართველი პარტია ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით აპირებს. მდინარაძის განცხადებით, საქართველო არასოდეს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს და ასევე, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება. "აგენტურა არჩევნებზე გავლენის მოხდენას ანტიეროვნული ჭორების გავრცელებით ცდილობს - ქართული ოცნება ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით და ქვეყნის კონფედერაციულ მოწყობაზე გადაყვანით აპირებსო… 1. საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს! ერთიანი საქართველოს იდეა, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდება!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)