03:41 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-05 14:57:35, 339 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია - ემიგრანტებს, რომლებიც საერთო სიებში ვერ მოხვდნენ, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლამ ემიგრანტების ხმის დაცვასთან დაკავშირებით, შედეგი გამოიღო - ჩვენ 800-ზე მეტი ადამიანის ხმა მოვიპოვეთ, ეს ჩვენი პირველი წარმატებაა და გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაიას თქმით, კოალიციამ ემიგრანტების ხმების დაცვის სამართლებრივ გზაზე პირველი წარმატება მოიპოვა - ემიგრანტებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მაგრამ საერთო სიებში ვერ მოხვდნენ, რადგან არა აქვთ სარეგისტრაციო მისამართი, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლამ ემიგრანტების ხმის დაცვასთან დაკავშირებით, თავისი შედეგი გამოიღო: ჩვენს მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტში, რომლითაც ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მაგრამ საერთო სიებში ვერ მოხვდნენ, რადგან არა აქვთ სარეგისტრაციო მისამართი, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას თითოეული ხმისთვის და მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი მონაცემებით ჩვენ მოვიპოვეთ 800-ზე მეტი ადამიანის ხმა. ეს არის ჩვენი პირველი წარმატება. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა, ბოლომდე ვიბრძოლებთ თითოეული ხმის დასაცავად, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ იმისათვის, რომ გვქონდეს ევროპული მომავალი, კეთილდღეობა ევროპაში და ევროპული სტანდარტების არჩევნები მომავალში",- განაცხადა კორძაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics