|
2024-10-04 15:57:58, 340 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - მოვუწოდებ ელჩებს - იქნებ, დაიცვათ კანონი - გვესმის, რომ თქვენი აგენტურა აგებს და შეშფოთებული ხართ
ამერიკის საელჩო და ევროკავშირის საელჩო, აცნობიერებენ რა, რომ ეს რადიკალები და უსამშობლოები, გარდა "ნაცებისა", ვერ გადალახავენ ბარიერს, ამიტომ, ახლა ჩაერთნენ წინასაარჩევნო კამპანიაში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ზარქუამ აღნიშნა, ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, თანამოაზრეებთან ერთად, "ჩართულები არიან წინასაარჩევნო კამპანიაში, რადგან მათი აგენტურა აგებს". ზარქუას თქმით, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ. "მე ეს შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ელჩი და დანარჩენებიც, ვინც მათი გაერთიანების, "საძმოს" წევრები არიან, ჩვენს ქვეყანას უტევენ, არადა, კანონი ამბობს, რომ უცხო ქვეყნის ჩარევა შიდა საარჩევნო საქმიანობაში მიუღებელია. ამიტომ, მე მოვუწოდებ ბატონ ელჩებს, პატივცემულ საზოგადოებას: იქნებ, დაიცვათ კანონი; იქნებ, გაიაზროთ, რომ თქვენი ეს ქმედებები, არასწორი, მიუღებელი და უარგუმენტო განცხადებები და "ქარდები", არაფერში წერია. ჩვენ გვესმის, რომ თქვენი აგენტურა აგებს, თქვენს აგენტურას მხარდაჭერა არ აქვს საქართველოს მოსახლეობაში და ამიტომაც ხართ შეშფოთებული, აღშფოთებული და თავიდან ბოლომდე ჩართული ხართ წინასაარჩევნო კამპანიაში. შეგახსენებთ, რომ თქვენ ამის უფლება არ გაქვთ და საქართველოს მოსახლეობამ იცის ამის შესახებ",- ამბობს ზარქუა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)