|
2024-10-04 14:49:05, 353 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალზე - 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება
2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას განაცხადა. ლავროვის თქმით, რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარებას" გააგრძელებს. "ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას ჩვენი მეგობრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული სფეროს განვითარებაში და სახელმწიფოს გაძლიერების სხვა სფეროებში, როგორც ეს გათვალისწინებულია ორმხრივი შეთანხმებებით და ჩვენთვის ერთადერთი გზაა წინსვლა. 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება",- ამბობს ლავროვი. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია და ე.წ. სამხრეთ ოსეთი "აქტიურად ურთიერთობენ". "ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთანაც",- აღნიშნა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)