|
2024-10-04 12:40:55, 339 ნახვა
პოლიტიკა
დანიგანი - იმედი მაქვს, ქართველები უზრუნველყოფენ, რომ ადამიანები, რომლებიც მთავრობაში მოვლენ, ამომრჩევლის ინტერესებს დაიცავენ
მე იმედი მაქვს, რომ ქართველები უზრუნველყოფენ, რომ ადამიანები, რომლებიც მთავრობაში მოვლენ, დაიცავენ ქართველი ამომრჩევლის ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს. როგორც ელჩმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ქართველებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რას წარმოადგენს ესა თუ ის პარტია. "არჩევნების დროს ბევრი საუბარია პოლიტიკური პარტიების შესახებ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებში არის ამომრჩეველი და ამიტომ, ქართველებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რას წარმოადგენს ესა თუ ის პარტია. ამიტომ, შეერთებული შტატების დიდი სურვილია, რომ ქართველები წავიდნენ არჩევნებზე, მისცენ ხმა, იცოდნენ, რომ პროცესი არის არის ფარული და დაცული, რომ არჩევნები არის სამართლიანი და პარტიები, რომლებსაც ხმას აძლევენ, წარმოადგენენ იმას, რაც მათ სურთ. მე იმედი მაქვს, რომ ქართველები ამ ინსტრუმენტს გამოიყენებენ და უზრუნველყოფენ, რომ ადამიანები, რომლებიც მთავრობაში მოვლენ, დაიცავენ ქართველი ამომრჩევლის ინტერესებს",- აცხადებს დანიგანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)