04:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-04 09:43:19, 322 ნახვა

პოლიტიკა
ჰელსინკის კომისია - სამხრეთ კავკასია დანის პირზეა - სომხეთი მოსკოვს შორდება - „ოცნება“ რუსეთისკენ არის მიმართული

სამხრეთ კავკასია დანის პირზეა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჰელსინის კომისია გამოქვეყნებულ განცხადებაში უთითებს, რუსეთი ცდილობს, რომ რეგიონზე კონტროლი კონფლიქტების გაღვივებით შეინარჩუნოს.

ამავე განცხადებაში კომისია აღნიშნავს, რომ სომხეთი, რომელიც ისტორიულად რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა, მოსკოვს შორდება, ამ ფონზე კი, საქართველოში "ქართული ოცნების" მთავრობა რუსეთისა და არალიბერალური ორიენტაციისკენ არის მიმართული. 

"სამხრეთ კავკასია დანის პირზეა. რუსეთი ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი კონტროლი რეგიონული კონფლიქტების გაღვივებით. შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა გადახედონ ჩვენს მიდგომას. სომხეთი, ისტორიულად რუსეთის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, მოსკოვს შორდება. ამავდროულად, აზერბაიჯანი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და ამას აბალანსებს NATO-ს წევრ თურქეთსა და ევროკავშირთან თანამშრომლობითა და ხანგრძლივი ურთიერთობით.

ამავდროულად, საქართველოს "ქართული ოცნების" მთავრობა რუსეთისა და არალიბერალური ორიენტაციისკენ არის მიმართული და როგორც ჩანს, მან გვერდი აუარა თავისი ხალხის პროდასავლურ განწყობებს. პრორუსული პოზიციისკენ ეს შემოტრიალება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიყენოს ორმაგი მიდგომა კავკასიის მიმართ, გაზარდოს ანგარიშვალდებულების ზომები დემოკრატიული უკანდახევისთვის და უზრუნველყოს მექანიზმები დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა, ძლიერი ინტეგრაციისთვის. წინსვლის გზა არის ის, რაც ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ",- აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics