04:59 - 01 May, 2026
|
2024-10-03 21:50:24, 351 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ქვეყანას ჰყავს პრემიერობის ღირსეული კანდიდატი კობახიძის სახით, ლილუაშვილს კი საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია
თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი შესაძლოა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად იყოს წარდგენილი. როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ლილუაშვილს ქვეყანაში საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია. "ქვეყანას ჰყავს ღირსეული კანდიდატი ირაკლი კობახიძის სახით, რომელიც პარალელურად, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. გრიგოლ ლილუაშვილს აქვს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა. ის, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, პასუხისმგებელია ქვეყანაში მშვიდობაზე, სიმშვიდეზე. შესაბამისად, გუნდი როგორც არის წარმოდგენილი, ისე გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)