01:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-03 21:26:42, 1942 ნახვა

კალაძე - წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

სააჩევნო კამპანია მიმდინარეობს ძალიან მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ სუბიექტს აქვს საშუალება, საარჩევნო კამპანია ჩაატაროს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას საპარლამენტო არჩევნების  ლეგიტიმაციის რისკებზე ჰკითხეს.   

როგორც კალაძემ აღნიშნა, "ასეთი  მშვიდი არჩევნები საქართველოში არ  ჩატარებულა".

"დღეს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შეუძლია, გამოვიდეს, შეხვდეს მოსახლეობას. ერთია, ვიღაცებს, რა თქმა უნდა, არ აქვთ ამის შესაძლებლობა. რა ნამუსით უნდა შეხვდნენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას? თავად საარჩევნო გარემო მშვიდია. 2012 წლიდან არჩევნებში ვარ და ასეთი მშვიდი არჩევნები საქართველოში არ  ჩატარებულა.

რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, მსგავს განცხადებებს უფრო ხშირად მოვისმენთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ქართული ოცნება“ დღეს ერთადერთი პოლიტიკური გუნდია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს და ამას ნახავთ 26 ოქტომბერს", - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics