|
2024-10-03 14:58:40, 411 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - მოვუწოდებ კობახიძეს, მოუწოდოს კუპრაშვილს, აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი არ მიანიჭოს
პარტია "ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება. მდინარაძე მოუწოდებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს, რომ "საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი არ მიანიჭოს". "ეს აშშ-ის საელჩოს ახალი განცხადებაა. მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი!" - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, დღეს, 3 ოქტომბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: "იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)