04:59 - 01 May, 2026
|
2024-10-03 13:36:38, 339 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო - ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაგვიწესებია
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაუწესებია. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. "ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას",- მისწერეს 3 ოქტომბერს "რადიო თავისუფლებას" საელჩოდან. ცნობისთვის, გუშინ, 2 ოქტომბერს ტელეკომპანია "ფორმულამ" წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)