02:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 15:16:40, 515 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანმა თურქეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მიიღო

თეა წულუკიანმა თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იუქსელ ქოჯამანი მიიღო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას თურქეთის დელეგაციასთან ერთად  თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფოთა შორის სამართლის უზენაესობისა და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

თეა წულუკიანმა დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ პროკურატურა  გახდა პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი ინსტიტუცია; რომ შეიქმნა  ღია და გამჭვირვალე იუსტიციის უმაღლესი საბჭო; შემუშავდა მოსამართლეთა დანიშვნის ახალი წესი მათი დამოუკიდებლობის ხარისხის ასამაღლებლად; მიღებულ იქნა ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა  მართლმსაჯულების ახალი კოდექსი.

შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან უამრავ სფეროში, მათ შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო საკითხებში. პოზიტიურად იქნა შეფასებული, ასევე, ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმი, რაც ხელს უწყობს არსებული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ უწყვეტად და თანმიმდევრულად განხორციელებული რეფორმები პოზიტიურად აისახა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესზეც.

თურქეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში სამდღიანია და ის 24 თებერვალს დასრულდება.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics