18:19 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 15:06:33, 419 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა ანტონიო გუტერეში „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა

ისრაელმა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი განცხადებით, "ვისაც არ შეუძლია ცალსახად დაგმოს ირანის ამაზრზენი თავდასხმა ისრაელზე, ისრაელის მიწაზე ფეხის დადგმას არ იმსახურებს".

"ეს არის გენერალური მდივანი, რომელსაც ჯერ არ დაუგმია ხოცვა-ჟლეტა და სექსუალური სისასტიკე, რომელიც ჩადენილია "ჰამასის“ მკვლელების მიერ 7 ოქტომბერს და არც ხელმძღვანელობდა რამე მცდელობას, მათი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისთვის. გენერალური მდივანი, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტებს, მოძალადეებს და მკვლელებს "ჰამასიდან", "ჰეზბოლადან", "ჰუსიტებიდან" და ახლა ირანიდან - გლობალური ტერორის მთავარი გემი - გაეროს ისტორიაში ლაქად დარჩება. ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეების დაცვას და ეროვნული ღირსების დაცვას, ანტონიუ გუტერეშთან ერთად, ან მის გარეშე“,- წერს კაცი X-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენი: მზად ვარ, შევისწავლო სამედიცინო დახმარების ეფექტიანობა, თანხმობის შემთხვევაში
ხოშტარია: აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, არ იდარდოთ, ვკონცენტრირდეთ რეჟიმის ჩამოშლაზე
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, დღეს, 19:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics