13:43 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 12:51:09, 373 ნახვა

მსოფლიო
Axios - ისრაელი ირანზე საპასუხო თავდასხმას გეგმავს

ისრაელი ირანზე საპასუხო თავდასხმას გეგმავს, რომლის სამიზნე, შესაძლოა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ბირთვული ობიექტები გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ისრაელმა საპასუხო შეტევა, შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიწყოს.

"ასევე შესაძლებელია მიზნობრივი მკვლელობები და ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების განეიტრალება მოხდეს",- განაცხადეს ისრაელის მთავრობის წევრებმა.

ისრაელის 2-მა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ უსაფრთხოების კაბინეტის რამდენიმესაათიანი სხდომა დასრულდა იმ გაგებით, რომ ისრაელის სამხედრო პასუხი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ირანი ისრაელს დაემუქრა, თუ ისრაელი სარაკეტო თავდასხმას ძალით უპასუხებს, თეირანი კვლავ თავს დაესხმება ისრაელს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics