|
2024-10-01 22:55:32, 413 ნახვა
მსოფლიო
„ცაჰალის“ ინფორმაციით, ირანმა ისრაელისკენ რამდენიმე ზალპით 180 რაკეტა გაუშვა
„ცაჰალის“ ინფორმაციით 18:31 საათზე ირანმა ისრაელისკენ რამდენიმე ზალპით 180 რაკეტა გაუშვა. რაკეტების დიდმა რაოდენობამ ისრაელამდე ვერ მიაღწია. მხოლოდ ცალკეული დარტყმები დაფიქსირდა ქვეყნის ცენტრში და სამხრეთში „ცაჰალი“ აზუსტებს, რომ არ დაზიანებულა საჰაერო ძალების ინფრასტრუქტურა, თვითმფრინავები და თავდაცვის სისტემები. საჰაერო ძალები ამ ღამით გააგრძელებენ ძლიერ შეტევებს ახლო აღმოსავლეთში. ირანი უბიძგებს ახლო აღმოსავლეთს ესკალაციისკენ, ღამის მოვლენებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოება. Reuters-ის ინფორმაციით, ირანი იმუქრება და აცხადებს, რომ ამერიკული ავიაბაზები გახდება ირანული რაკეტების სამიზნე, თუ აშშ შეუერთდება ირანის წინააღმდეგ ისრაელის საპასუხო ზომებს, ან თუ ებრაული ავიაგამანადგურებლები გამოიყენებენ ერაყის საჰაერო სივრცეს თეირანის წინააღმდეგ იერიშების განსახორციელებლად.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)